კოლეგიური მხარდაჭერა განათლების სფეროში მდგრადობისა და ზრდის ხელშესაწყობად
ჩვენს შესახებ
თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, იგი დასახელდა 4C მოდელის ერთ-ერთ სამომავლოდ აუცილებელ კომპეტენციად. კვლევების თანახმად, მასწავლებლების საქმიანობა ბევრად უმჯობესდება, როდესაც ისინი მუშაობენ ერთად და ქმნიან პედაგოგიური ან პროფესიული მხარდაჭერის მიმწოდებელ კავშირებს. კოლეგიური მხარდაჭერით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია განათლების მდგრადობისა და ზრდის ხელშესაწყობად, პროექტი COSERE მიზნად ისახავს დაადგინოს განათლების სფეროში კოლეგიალურობის – როგორც თანამედროვე სკოლის კულტურის აუცილებელი პრაქტიკის – მნიშვნელობა და საფუძვლები.
ელექტრონული სწავლება
სკოლის მდგრადობისა და ზრდის მხარდაჭერის შეთავაზებისას და საგანმანათლებლო ლიდერობის პოტენციალის გაზრდისას, მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფების ციფრული ტრანსფორმაცია. სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და სკოლის პერსონალს უნდა ჰქონდეთ ციფრული კომპეტენციები, რათა შეძლონ კოლეგიალური მხარდაჭერის მიწოდება. ამის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით, რომელიც მოიცავს „მასობრივ ღია ონლაინ კურსებს“ (MOOC), ციფრული მინი თამაშებითა და პერსონალისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პრაქტიკული სიტუაციებით.
გზამკვლევი
კონსორციუმის მიზანი თანასწავლებაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული თანამედროვე ტიპის პროფესიული განვითარების აქტივობების შემუშავებაა. სკოლაში მხარდამჭერი კოლეგიალური და ზრდაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად, ჩვენი პროექტი შეისწავლის მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელთა პირობებს და საჭიროებებს. საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით, შევიმუშავებთ გზამკვლევს და ჰიბრიდულ CPD კურსს, რათა დავეხმაროთ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას უკეთესად გააცნობიერონ, პრაქტიკაში დატესტონ და განახორციელონ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები საკუთარ დაწესებულებებში.