Accessibility Tools

Skip to main content

მიმოხილვა

თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, იგი დასახელდა 4C მოდელის ერთ-ერთ სამომავლოდ აუცილებელ კომპეტენციად. კვლევების თანახმად, მასწავლებლების საქმიანობა ბევრად უმჯობესდება, როდესაც ისინი მუშაობენ ერთად და ქმნიან პედაგოგიური ან პროფესიული მხარდაჭერის მიმწოდებელ კავშირებს. კოლეგიური მხარდაჭერით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია განათლების მდგრადობისა და ზრდის ხელშესაწყობად, პროექტი COSERE მიზნად ისახავს დაადგინოს განათლების სფეროში კოლეგიალურობის როგორც თანამედროვე სკოლის კულტურის აუცილებელი პრაქტიკის – მნიშვნელობა და საფუძვლები.

მისია

პროექტი COSERE-ის მიზანია განათლებაში კოლეგიალური მხარდაჭერის კულტურის უპირატესობებისა და განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაძლიერება.

მიზნები

1. საგანმანათლებლო სფეროს ლიდერების საჭიროებების იდენტიფიცირება, სკოლებში კოლეგიალური მხარდაჭერის კულტურის გაძლიერების მიზნით, რათა შეიქმნას გზამკვლევი კოლეგიალური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმის ხელშეწყობის შესახებ;

2. მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმების და მათი ზეგავლენის უკეთ გააზრება პერსონალისა და სკოლის განვითარებაზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღება სხვადასხვა ტექნიკებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ, უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) კურსის მეშვეობით;

3. კონსორციუმის პარტნიორებს შორის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება და ცოდნის გაღრმავება.

შედეგები

ონლაინ გზამკვლევის შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ კოლეგიალური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმების დანერგვა (ქოუჩინგი, სუპერვაიზინგი, მენტორინგი, და ა.შ.), განათლების სფეროში მდგრადობისა და ზრდის ხელშესაწყობად.

ჰიბრიდული მოდულური CPD კურსის და მასალების შექმნა და პილოტირება ციფრული ელემენტებით საგანმანათლებლო სფეროს ლიდერებისთვის, რათა შეიქმნას კოლეგიალური მხარდაჭერისა და ზრდისკენ მიმართული გარემო.

სასწავლო ვიზიტების განხორციელება პარტნიორ ქვეყნებში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, პროექტის თემატიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების და პერსონალის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

პარტნიორები

VALSTS IZGLITIBAS SATURA CENTRS (VISC) – რიგა, ლატვია [წამყვანი ორგანიზაცია]

განათლების ეროვნული ცენტრი (VISC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მოქმედი საჯარო მმართველი ორგანოა, რომლის მოვალეობაშიც შედის ეროვნულ დონეზე პროფესიული და ზოგადი განათლების პოლიტიკის განხორციელება. VISC-ის ძირითადი ფუნქციებია: ზოგადი და პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავება; ზოგადი და პროფესიული განათლების სფეროში ეროვნული გამოცდების მომზადება და ჩატარება; სახელმძღვანელოების შემუშავების, სახელმწიფო ენის გამოცდების, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ნიჭიერი მოსწავლეების მხარდამჭერი სისტემების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, არაფორმალურ კარიერაზე ორიენტირებული სასწავლო სისტემების, პროექტების განხორციელების კოორდინირება.

აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად, VISC-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან, კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მშობელთა გაერთიანებებთან, მეწარმეებთან, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან, ლატვიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, ლატვიის მრეწველთა პალატასთან და ა.შ.   ზოგადი განათლების სფეროში, VISC-ის სპეციალისტები შეიმუშავებენ, ანვითარებენ და ანხორციელებენ სკოლამდელი, ზოგადი საბაზისო და ზოგადი  საშუალო განათლების სასწავლო გეგმების მონიტორინგს. კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან პრაქტიკოსი პედაგოგები სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობო დაწესებულებებიდან. VISC-ი ასევე უწევს კოორდინირებას სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესს, ზოგადი ეროვნული განათლების სტანდარტების შესაბამისად. VISC-ი უზრუნველყოფს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის, სემინარების და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავების გზით. VISC-ი კოორდინაციას უწევს მასალების შემუშავების პროცესს ცენტრალიზებული და არაცენტრალიზებული გამოცდებისთვის, რომლებიც ტარდება საბაზისო და საშუალო განათლების საფეხურის დასრულების შემდეგ. VISC-მა ასევე შეიმუშავა ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგია გამოცდების პროცედურის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის მიზნით. აღნიშნული მოიცავს გამოცდების მთლიან ციკლს, მათ შორის საგამოცდო მასალებს, გამოცდების ფორმატს და ჩატარების წესს, ასევე შედეგების დამუშავებისა და გასაჩივრების პროცედურებს.

მასარიკის უნივერსიტეტი ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა

მასარიკის უნივერსიტეტი (MU) სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის რესპუბლიკაში (დაახლოებით 400 სასწავლო პროგრამა, დაახლოებით 30 000 სტუდენტი და წელიწადში 7000 კურსდამთავრებული).

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი (DES) მასარიკის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უდიდესი ფაკულტეტის, კერძოდ, ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილია.

ხელოვნების ფაკულტეტს აქვს 100 წელზე მეტი ხნის ტრადიცია, ჰყავს 6500-ზე მეტი სტუდენტი და 650-ზე მეტი თანამშრომელი. DES–ს ყოველწლიურად ჰყავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის დაახლოებით 600 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ როგორც ნახევარ განაკვეთზე, ასევე სრულ განაკვეთზე. DES-ი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ სასწავლო პროგრამებს: განათლების მეცნიერება, სოციალური პედაგოგიკა და კონსულტირება, ზრდასრულთა განათლება. DES-ის ასევე სთავაზობს მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამას და ამზადებს მასწავლებლებს მასარიკის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებისთვის. უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს სკოლის მრჩევლებს პროფესიული განათლების აკრედიტებულ კურსებს. DES-ს ჰყავს 20-ზე მეტი ძირითადი თანამშრომელი და მრავალი გარე კოოპერატორი, რომლებიც განათლების გარდა, ასევე ჩართულნი არიან (ეროვნულ და საერთაშორისო) კვლევებსა და განვითარების პროცესში (მეტი https://pedagogika.phil.muni.cz/en).

Latvia University of Life Sciences and Technologies (LBTU) – იელგავა, ლატვია

ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (LLU) დაარსდა 1863 წელს. დღესდღეისობით, უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიმწოდებელი და კვლევითი დაწესებულებაა, ძირითადი სპეციალიზაციით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაში, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

უწყვეტი განათლების ცენტრი (LLC) LLU-ის განუყოფელი ნაწილია, თანამშრომლობს LLU-ის ყველა ფაკულტეტთან, სკოლასთან და ბიზნეს ორგანიზაციასთან. LLC-ი ანხორციელებს უწყვეტი განათლების პროგრამებს LLU-ში. მისი მიზანი უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის, მიწოდებისა და განვითარების ხელშეწყობაა, ასევე უწყვეტი განათლების ხარისხის გაუმჯობესება მათთვის, ვინც სწავლობს, მუშაობს, სამუშაოს ძიებაშია ან გეგმავს სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას, რათა მოხდეს მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა შრომითი ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად. LLC-ი სტუდენტებს სთავაზობს უწყვეტ საგანმანათლებლო კურსებს, პროფესიული განვითარების კურსებს და აქტივობებს სასკოლო პერსონალისთვის, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისთვის, კარიერული მრჩეველებისთვის, ასევე კურსებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ასევე ცალკეული სასწავლო პროგრამების კურსის გავლას მსმენელის რანგში.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ცენტრი – CARDET ნიქოზია, კვიპროსი

კვიპროსში მდებარე CARDET-ი დამოუკიდებელი, არაკომერციული, არასამთავრობო, კვლევებსა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. CARDET-ი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრია ევროპის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელსაც გააჩნია გლობალური ექსპერტული ცოდნა პროექტების შემუშავების და განხორციელების, შესაძლებლობების განვითარების და ელექტრონული სწავლების სფეროში. CARDET-ი დამოუკიდებლად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის იელის უნივერსიტეტთან, ნიქოზიის უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო მედიის საერთაშორისო საბჭოსთან. CARDET-ს განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, მათ შორის: განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების და დაგეგმვის განხორციელება, ახალგაზრდების მხარდაჭერა, ზრდასრულთა განათლება, წიგნიერება, ციფრული ინსტრუმენტები, ელექტრონული სწავლება, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური ინტეგრაცია.

სპექტრის კვლევითი ცენტრი CLG – SRC ვირჯინია, ირლანდია

სპექტრის კვლევითი ცენტრი (SRC) დაარსდა 2017 წელს. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევარების დახმარება კვლევების განხორციელებაში.

SRC-ის დაფუძნება უშუალოდ ადგილობრივი სოციალური და აკადემიური სფეროს მკვლევარებისა და დოქტორანტების მოთხოვნით გადაწყდა, რომლებმაც დაადგინეს ადგილობრივი საჭიროება შეიქმნას სივრცე, სადაც კვლევითი ჰიპოთეზები და დასკვნები დადასტურდება და გამყარდება ადგილობრივი ღონისძიებებით.

                  

თავდაპირველად, SRC-ი მიზნად ისახავდა მკვლევარების მხარდაჭერას კვლევითი საქმიანობის წარმოებაში. თუმცა, დაწესებულების ზრდასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი მიზანი – მისცეს მკვლევარებს შესაძლებლობა დაამატონ თავიანთ კვლევებს ევროპული პერსპექტივა. ორგანიზაციის კვლევით ფოკუსს წარმოადგენს განათლების სფეროში არსებული ინოვაციები, ირლანდიის სოფლად მცხოვრებ თემში დაფიქსირებული საჭიროებების საპასუხოდ.

CESIE პალერმო, იტალია

CESIE არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წელს ქალაქ პალერმოში (იტალია) დაარსდა. CESIE მოწოდებულია ხელი შეუწყოს კულტურულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივ, ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.     CESIE ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას, საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფით, ამასთანავე ყოველთვის პატივს სცემს მრავალფეროვნებას. დანილო დოლჩის მოღვაწეობითა და ცხოვრებით შთაგონებულნი, ჩვენს მთავარ  ფოკუსს სოციალური საჭიროებებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებისადმი არსებული გამოწვევების კვლევა წარმოადგენს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისი, საქართველო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC) დაარსდა 2007 წელს. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ამასთან მინიჭებული აქვს ნახევრად დამოუკიდებელი სამსახურის მანდატი და ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. TPDC-ის მიზანია სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვა; კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვა და პოზიტიური გარემოს შექმნა დამწყები მასწავლებლებისთვის, ასევე მასწავლებელთა გადამზადების პროცესის ხელშეწყობა, რაც მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

TPDC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით მთელ ქვეყანაში და ახორციელებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწავლა/ სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით. ხარისხიანი სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, TPDC-ი ახორციელებს უამრავ საგანმანათლებლო პროგრამას, ხელს უწყობს თანამედროვე სწავლებისა და ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვას და უზრუნველყოფს მათ პილოტირებას, შეფასებასა და სათანადო გავრცელებას.

TPDC-ი მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და სასკოლო პერსონალს სთავაზობს პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, ატარებს ტრენინგებს, კონფერენციებს ადგილობრივ დონეზე, შეიმუშავებს და აწარმოებს საგანმანათლებლო რესურსებს. TPDC-ში დასაქმებულია დაახლოებით 1381 ადამიანი.

The European Commission’s support for the production of this website does not constitute an endorsement of the contents, which reflect the views only of the authors, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein. Η υποστήριξη της Ευρωπαϊκής Επιτροπής για την παραγωγή του παρόντος δικτυακού τόπου δεν συνιστά έγκριση του περιεχομένου, το οποίο αντανακλά τις απόψεις μόνο των συντακτών, και η Επιτροπή δεν μπορεί να θεωρηθεί υπεύθυνη για οποιαδήποτε χρήση των πληροφοριών που περιέχονται σε αυτόν. Подкрепата на Европейската комисия за създаването на този уебсайт не представлява потвърждение на съдържанието, което отразява вижданията само на авторите и Комисията не носи отговорност за използването на съдържащата се в сайта информация. Tento projekt byl financován s podporou Evropské komise. Tato publikace odráží pouze názory autora a Komise nenese odpovědnost za jakékoli použití informací v ní obsažených De steun van de Europese Commissie voor de productie van deze publicatie houdt geen goedkeuring van de inhoud in die alleen de mening van de auteurs weerspiegelt, en de Commissie kan niet verantwoordelijk worden gehouden voor enig gebruik dat van de informatie in deze publicatie wordt gemaakt. Podrška Europske komisije za proizvodnju ovih objava ne predstavlja I njezino odobrenje sadržaja koji odražavaju samo stavove autora i Europska Komisija se ograđuje od odgovornosti za bilo kakvu upotrebu informacija sadržanih u njima. Le soutien de la Commission européenne à la production de cette publication ne constitue pas une approbation du contenu qui reflète uniquement les opinions des auteurs, et la Commission ne peut être tenue responsable de l’usage qui pourrait être fait des informations qu’elle contient. Die Unterstützung der Europäischen Kommission für die Erstellung dieser Veröffentlichung stellt keine Billigung des Inhalts dar, der nur die Ansichten der Autoren widerspiegelt, und die Kommission kann nicht für die Verwendung der darin enthaltenen Informationen verantwortlich gemacht werden. O apoio da Comissão Europeia à produção desta publicação não constitui um aval do seu conteúdo, que reflete unicamente o ponto de vista dos autores, e a Comissão não pode ser considerada responsável por eventuais utilizações que possam ser feitas com as informações nela contidas. El apoyo de la Comisión Europea a la producción de esta publicación no constituye una aprobación de su contenido, que refleja únicamente las opiniones de los autores, y la Comisión no se hace responsable del uso que pueda hacerse de la información contenida en ella. Questo progetto è stato finanziato con il sostegno della Commissione Europea. L'autore è il solo responsabile di questa pubblicazione e la Commissione declina ogni responsabilità sull'uso che potrà essere fatto delle informazioni in essa contenute. Podpora Evropske komisije pri izdelavi te publikacije ne pomeni odobritve vsebine, saj odraža le stališča avtorjev in Komisija ne more biti odgovorna za kakršno koli uporabo informacij, ki jih vsebuje. Eiropas Komisijas atbalsts šīs publikācijas sagatavošanai nav uzskatāms par satura apstiprinājumu, kas atspoguļo tikai autoru viedokļus, un Komisija nevar būt atbildīga par tajā ietvertās informācijas jebkādu izmantošanu.
Project Number : 2022-1-LV01-KA220-SCH-000086643

Copyright © | Privacy policy